სასამართლომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ეკა მიშველაძის სარჩელი დააკმაყოფილა
- სამართალი
- 24.03.2017
- 11:37
თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ეკა მიშველაძის სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რის მიხედვითაც მოსამართლემ ჟურნალისტის გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო.
ეკა მიშველაძე იმ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც მისი გადაცემა დაიხურა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სარჩელის მიხედვით, მხარე მიშველაძის სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციას და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200