ევროკავშირი რუსეთს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვს
- მსოფლიო
- 27.03.2017
- 12:02
ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას არასანქცირებული აქციის დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
გუშინ მოსკოვში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ალექსეი ნავალნის ორგანიზებით არასანქცირებული აქცია გაიმართა. დაკავებული მონაწილეების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.
”მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროსაბჭოსა და ეუთოში, დაიცვან ეს უფლებები (შეკრების, მიტინგებისა და დემონსტრაციების), ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მშვიდობიანი დემონსტრაციის ყველა დაკავებული მონაწილე,”- ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200