png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ექსპერტების აზრით, ევროპის ნაწილი წყალში ჩაიძირება

  • ეს საინტერესოა
  • 27.03.2017
  • 12:44
ექსპერტების აზრით, ევროპის ნაწილი წყალში ჩაიძირება

ხუთმა მილიონმა ევროპელმა საუკუნის ბოლოს შესაძლოა  საცხოვრებელი სახლი წყალდიდობების გამო დაკარგოს. ამის შესახებ ევროკომისიის კვლევითი ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

მეცნიერების აზრით, გლობალური დათბობის შედეგად ზღვების, მათ შორის ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების დონე კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს და ევროპის სანაპიროს ნაწილი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. დათბობის ასეთი მაღალი ტემპის პირობებში წყალდიდობა ყოველ წელს იქნება მოსალოდნელი.

ექსპერტების თქმით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა კლიმატის ცვლილებებისთვის ტექნიკურად მზად არ არიან. ამიტომ მათ შესაძლო კატაკლიზმებისთვის მზადება ამ წუთიდანვე უნდა დაიწყონ. ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროპაში რამდენიმე დიდი მასშტაბის წყალდიდობა მოხდა. ყველაზე სახიფათო კი 2013 წელი აღმოჩნდა, როდესაც ნაწილობრივ დაიტბორა ლატვია, მაკედონია და  ჩეხეთი. წყალდიდობამ ასევე დააზარალა ნორვეგია და გერმანია.

2016 წელს მკვეთრად მოიმატა მდინარეების სენას, დუნაის, რეინისა და ნეკარის წყლის დონემ. რამაც ამ მდინარეების ნაპირის გასწვრივ წყალდიდობები გამოიწვია. პარიზსა და მის შემოგარენში საშიშროების მეხუთე- ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. საფრანგეთის ჩრდილოეთ რაიონებიდან კი რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge