png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაციას იწყებს

  • საზოგადოება
  • 27.03.2017
  • 13:09
 ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაციას იწყებს

იწყება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე. 2013 წლის შემოდგომიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩარიცხვა. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, პოპულარიზაცია გაუწიოს დასაქმების თანაბარი უფლების აღიარებას და უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს სსსმ/შშმ პირის ტრანზიციის პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემის გავლით დასაქმების ბაზრამდე.

შშმ და სსსმ პირებს, ჩვეულებისამებრ, ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ სასურველ პროგრამებზე. მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული უნარების მოსინჯვით. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაციის ვადა ემთხვევა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დადგენილ საყოველთაო რეგისტრაციის ვადებს. საგაზაფხულო მიღებისათვის რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 27 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვირის გარდა. (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N350 საგნობრივი პროგრამები, N352 მოდულური პროგრამა); 

საკონტაქტო პირი: ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, თამარ კობერიძე  (555 535 282).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge