png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩემი საადვოკატო ბიურო 2012 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს - ეკა ბესელია

  • პოლიტიკა
  • 27.03.2017
  • 13:32
ჩემი საადვოკატო ბიურო 2012 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს - ეკა ბესელია

ეკა ბესელია Facebook-გვერდზე "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დეპუტატი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის არგავრცელებაზეც წერს. 

"მორიგი სიცრუე რუსთავი 2 ის მხრიდან: გუშინ გადაცემა პს ში დევნილთა თემაზე მომზადებულ ცალმხრივ და არაობიექტურ სიუჟეტში იყო კიდევ ერთი აშკარა და მიზანმიმართული სიცრუე: სიუჟეტის ავტორმა თქვა რომ თეკლა ხუციშვილს ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ლილი გელაშვილი იცავდა,,უკვე რამდენჯერმე იყო ეს არასწორი ინფორმაცია სხვადასხვა კონტექსტში გამეორებული.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ ტელევიზიას, რომ ჩემი საადვოკატო ბიურო 2012 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, ადვოკატი ლილი გელაშვილი არ მუშაობს და არ აქვს ჩემთან არანაირი კომუნიკაცია 2013 წლიდან და მოვითხოვ გაასწორეთ ეს ცრუ ინფორმაცია თქვენივე ეთერში!

შესაძლოა ვინმემ იფიქროს რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს. ფაქტზე მეტად მოტივაციაა და მიზანია საყურადღებო, წლებია ეს ტელევიზია ცდილობს პირდაპირ ან ირიბად ჩემს მიმართ მიზანმიმართული მტრობა თუ მიუღებლობა გამოხატოს ცრუ, ცილისმწამებლური და არაობიექტური ინფორმაციებით. ზოგჯერ და უფრო ხშირად ღიად, ზოგჯერ ქვეტექსტებით. დააკავშიროს ჩემთან ყველა და ყველაფერი)))))

სხვათაშორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა ცილისმწამებელ ელისაშვილს რუსთავი 2 - ს გადაცემა ,,არჩევანში,, გაჟღერებული ცილისმწამებლური განცხადებები ამავე ეთერით უარყოს!!!
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რუსთავი 2 -'მა ნეტა რატომ არ გააშუქა?((( სერიალებივით რომ გრძელდებოდა ცილისმწამებლური განცხადებები ჩემს მიმართ ამ არხზე, ამავე თემაზე სასამართლოს გადაწყვეტილება სადაც ელისაშვილი ცილისმწამებლად გამოცხადდა, ნეტა რატომ არ მოექცა ამ ,, ობიექტური ,, ტელევიზიის ყურადღების ქვეშ???", - წერს ეკა ბესელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge