ამერიკაში საბავშვო ტკბილეულში ნემსები აღმოჩნდა
- მსოფლიო
- 02.11.2015
- 14:07
ამერიკის ორ შტატში საბავშვო ტკბილეულში ნემსები აღმოაჩინეს. ინციდენტი ჰელოუნის დღესასწაულის დროს მოხდა.
პირველი შემთხვევა ფილადელფიის შტატის ქალაქ კენეტ-სკვერში დაფიქსირდა, მეორე კი მინესოტას შტატის ქალაქ ბრეინერდში.
ფილადელფიაში ნემსები შოკოლადის ფილაში ოთხმა ბავშვმა იპოვა. ამასთან დაკავშირებით პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა შეემოწმებინა უცხო ადამიანებისგან მიღებული ნუგბარი.
მინესოტაში ნემსები შოკოლადში ერთ-ერთი ბავშვის დედამ ნახა. შტატის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200