primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 28.03.2017
  • 13:14
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის (ოლი მაჯლისის) თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სოდიკ საფაევს შეხვდა.

სოდიკ საფაევმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა.

 უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კობახიძეს უზბეკეთში მიმდინარე პროცესები და ოლი მაჯლისის საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საჯარო მმართველობის რეფორმაზე.

მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რადგან, მისი  განცხადებით, ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, საკანონმდებლო ბაზა და ბიზნეს-გარემო უწყობს ხელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სოდიკ საფაევმა რეგიონში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა  გეგმის მიხედვით უმჯობესდება. მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის შესახებაც.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ  მნიშვნელოვანია კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობაა, რადგან ორ ქვეყანას ერთმანეთთან ხანგრძლივი ისტორიული კავშირი აქვს.  შეხვედრაზე, ასევე,  გამოცდილების გაზიარების და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის პერსპექტივა განიხილეს.

უზბეკეთის რესპუბლიკის  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთში მიიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge