საქართველოში უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
- სამართალი
- 29.03.2017
- 10:09
საქართველოში უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისდროინდელი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურორ იური ლუცენკო Facebook-ის თავის გვერდზე წერს. დაკავება 25 მარტს მოხდა. ლუცენკოს განმარტებით, კირიუშინს იანუკოვიჩის დანაშაულებრივ საქმიანობაში თანამონაწილეობა ბრალდება. „Гмадлобт мегобребі!“ - წერს მადლიერების ნიშნად იური ლუცენკო.
„საქართველოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, 90 დღის განმავლობაში მისი დაკავების შესახებ, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს“, - აღნიშნავს გენპროკურორი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200