png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გრძელდება

  • ეკონომიკა
  • 29.03.2017
  • 13:00
 აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტებში გასვლებს იწყებს. ამჯერად, დეპარტამენტი კურორტ „გოდერძიზე“ არსებულ ვითარებას და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნულ შეხვედრებზე კურორტსა და ზოგადად, ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ ახალ ტურისტულ მარშრუტებზე, რომელთა მარკირებასა და ამუშავებას ტურისტული პროდუქტების სააგენტო ხულოს მუციპალიტეტში გეგმავს. 2017 წლისთვის, სააგენტო აპირებს სრულად მოახდინოს შემდეგი ტურისტული მარშრუტის მარკირება -   ხულო-დანისპარაული- გოდერძი- მწვანე ტბა - ბეშუმი.

კურორტ გოდერძის მენეჯმენთან ზურაბ ჭურკვეიძესთან და ზვიად ემირიძესთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება კურორტზე სათავგადასავლო, საცხენოსნო და საველოსიპედო მარშრუტების შექმნის და ზაფხულის პერიოდში გოდერძიზე სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების აუცილებლობაზე გამახვილდა, რაც ზაფხულში კურორტის დატვირთვას შეუწყობს ხელს. კურორტ „გოდერძი“-ს დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ გოდერძის მიმდებარედ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის ტრენინგებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩატარების სურვილი გამოთქვა. ამ კუთხით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ს ფარგლებში გეგმავს  ტრენინგებს და საოჯახო სახლების მეპატრონეებს გააცნობს სერვისის თანამედროვე სტანდარტებს.   

შეხვედრაზე კურორტ გოდერძის განვითარების კონცეფციაც განიხილეს. 2018-2019 წლიდან კურორტზე ორი მაღალი კლასის სასტუმრო „ალიანს რეზორტი“ და „ეიფორია სქაი თაუერი“ გაიხსნება. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს შემდეგ კვირაშიც გამართავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge