თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი მოედო
- მსოფლიო
- 29.03.2017
- 13:01
პერუს ქალაქ ხაუხეს აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბოინგ 737-ის ყველა მგზავრი ცოცხალი გადარჩა. ცეცხლმოდებული ლაინერის ბორტიდან მგზავრების ევაკუაცია სწრაფად და ეფექტურად განხორციელდა. დაშავდა 26 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავიაკომპანია Peruvian airlines-ის თვითმფრინავი ლიმა-ხაუხეს რეისს ასრულებდა. გადამზიდის წარმომადგენლების თქმით, ავარია ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. მარჯვენა საშთან დაკავშირებული პორბლემის გამო პილოტები იძულებულნი გახდნენ საგანგებო დაშვება განეხორციელებინათ.
ხაუხეს ”ფრანცისკო კარლეს” აეროპორტი დროებით დაიხურა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200