დღეს, ვარდების მოედანი 13:00 –დან 18:00 საათამდე გადაიკეტება
- საზოგადოება
- 30.03.2017
- 09:32
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 მარტს რესპუბლიკის მოედანი 5 საათით გადაიკეტება.
უწყების ცნობით, ხვალ ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობა ტარდება, რის გამოც, თბილისში, ვარდების მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.
ღონისძიებაში მონაწილე ავტომანქანები საჩვენებელ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200