თელავში დღეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართება
- ეკონომიკა
- 30.03.2017
- 09:37
თელავში დღეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართება
ფორუმზე, რომლის ორგანიზატორი ENPARD-ი და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, მოისმენენ დარგში თვითდასაქმებულ წვრილი მევენახეების პრობლემებს, გაიმართება დისკუსია თუ როგორ უნდა მოხდეს წვრილი მეწარმეების მხარდაჭერა.
როგორც ცნობილია, ხელისუფლება მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარებს. ამ დარგში დღეისათვის თითქმის 50,000 წვრილი (საშუალოდ 0,5 ჰა) საოჯახო ფერმერული მეურნეობა არის თვითდასაქმებული და მათი უდიდესი უმრავლესობისთვის ყურძნის წარმოება შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200