primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ეროვნულმა საინვესტიციო სააგეტნტომ „Asia Beyond Limits”-ის საქართველოსთვის დათმობილ სესიაში მიიღო მონაწილეობა

  • ეკონომიკა
  • 02.11.2015
  • 15:01
ეროვნულმა საინვესტიციო სააგეტნტომ „Asia Beyond Limits”-ის საქართველოსთვის დათმობილ სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგეტნტომ ჰონგ-კონგში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია „Asia Beyond Limits”-ის საქართველოსთვის დათმობილ სესიაში მიიღო მონაწილეობა. სააგენტოში განმარტავენ, რომ წლევანდელი კონფერენცია ახალი აბრეშუმის გზის „ერთი სარტყელი – ერთი გზა"-ს პრინციპების, ბიზნესშესაძლებლობებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განხილვას ისახავდა მიზნად.

ღონისძების ფარგლებში გაიმართა ასევე სპეციალური სესიები „აღმოაჩინე ბიზნესშესაძლებლობები CACCI-დახმარებით“, სადაც ცალკე პანელი საქართველოსაც დაეთმო. სესიაზე დამსწრე საზოგადოებას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, CACCI-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯემალ ინაიშვილმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და სიახლეები წარუდგინა.

ხოლო რაც შეეხება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პროექტებს, კონფერენციაში მონაწილე ბიზნესმენებს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამუნა ლილუაშვილმა მიაწოდა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ბიზნესისა და სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენლებს შორის.

აღსანიშნავია, რომ აზიის სავაჭრო სამრეწველო პალატების კონფედერაცია (CACCI) წარმადგენს არსამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 1966 წელს დაარსდა და აზია-წყნარი ოკეანის 27 ქვეყნის სავაჭრო პალატებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა წრეებს აერთიანებს.

2014 წელს კონფედერაციის 22-ე პრეზიდენტად არჩეული იქნა ჯემალ ინაიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი და ყოფილი პრეზიდენტი. შესაბამისად, საქართველოს დელეგაცია წელს ჰონგ-კონგის ღონისძიებაზე საპატიო სტატუსით იმყოფებოდა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge