png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 30.03.2017
  • 13:01
გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გიორგი მარგველაშვილი ლიტვას ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემდგენლობაშიც პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებმაც ერთერთმა პირველებმა გადალახეს ევროკავშირის საზღვარი ვიზის გარეშე.

,,ევროკავშირის ქვეყანაში ჩამოვედით აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნიდან საქართველოს სხვადსასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გვიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ამ მიმართულებით ღრმავდება.

მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი, ყველა იმ შესაძლებლობას განავითარებს, რომელიც გვაქვს ევროპასთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და მისცემს ძალიან საინტერესო შესაძლებლობას როგორც ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელებსაც'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვაში შასაზღვრო კონტროლის გავლისას.

ესმა კოკოსკერიას განცხადებით კი, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ახალგარდებისათვის, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატები - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების'' წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის'' წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს'' წევრი ირაკლი აბესაძე.

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმარება. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge