png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თურქულმა კომპანიამ ბათუმში ტაძრის გალავანი დაანგრია

  • საზოგადოება
  • 30.03.2017
  • 16:15
თურქულმა კომპანიამ ბათუმში ტაძრის გალავანი დაანგრია

ბათუმში, 26 მარტს წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის სახელობის ტაძრის გალავანი დაანგრიეს.

როგორც „რეგნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, გალავნის დემონტაჟი ეკლესიის გვერდით მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის წარმომადგენლებმა იმ მოტივით განახორციელეს, რომ მათი კუთვნილი მიწის ფართობი მრევლმა მიითვისა.

ირკვევა, რომ ტერიტორია თავიდანვე სადაო იყო, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში ტაძრის ტერიტორიის მესაკუთრე შალვა მელაძესა და მშენებარე კორპუსის მეპატრონე ნარგიზ ჰასთაოღლუს შორის წერილობით შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც გალავნის მშენებლობას ხელი არ შეეშლებოდა.

როგორც ადგილზე მისვლისას მღვდელმა ლუკა მიქიაშვილმა გვითხრა, თურქულმა კომპანიამ უკანონოდ და გაუფრთხილებლად დაანგრია ეკლესიის გალავანი.

– ვფიქრობ, რომ გალავნის დანგრევა უკანონო იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა თურქეთში, რომ ჩავიდე და მეჩეთის პატარა კენჭს, რომ შევეხო რას მიზავენ? – ჯერ ისედაც წვავენ იქ ქართველებს და დამწვავდნენ კიარა ამაორთქლებდნენ. არც კი გავუფრთხილებივართ ისე მოიყვანეს ტრაქტორი და ყაჩაღურად დაანგრიეს. როგორ გაბედეს გაუფრთხილებლად ამის გაკეთება ძალიან მიკვირს.
ფიზიკური დაპირისპირება, რომ ყოფილიყო დამიჯერე ეკლესიას შევწირავ თავს და ეგ ცოცხალი არ იქნებოდა. დამიჯერე ამის მოტივაცია , რომ მქონდოდა მე მოვკლავდი არცერთ ახალგაზრდას არ მივუშვებდი, დასაკარგი მაინც არაფერი არა მაქვს. მეზობლები ხელმოწერებს აგროვებ, რომ მათ საერთოდ ვეღარ შეძლონ აქ ცხოვრება და წავიდნენ აქედან,- განუცხადა „რეგნიუსს“ მღვდელმა ლუკა მიქიაშვილმა.

მიწა, რომელზეც ახლა ეკლესია შენდება ბერი ევდემოზის საკუთრებაში იყო, რომელმაც ეკლესიის ასაშენებლად ის ამჟამინდელ მეპატრონეს შალვა მელაძეს გადასცა.

ბერი ევდემოზის თქმით, ეკლესიის მრევლი კანონის შესაბამისად მოიქცევა.

– ინციდენტი არ მოხდარა ეს იყო კერძო დავა, რომელიც გადაიზარდა გაუგებრობაში. მაგათ რომ იცოდნენ რა გააკეთეს ჩოქვით მოვიდოდნენ და პატიებას ითხოვდნენ. როგორც კანონი გადაწყვეტს ისე მოვიქცევით მე რა უფლება მაქვს რამე გადავწყვიტო კანონზე წინ ვერ წავალ, – აცხადებს „რეგნიუსთან“ საუბარში ბერი ევდემოზი.

მახალისეებმა უკვე სამასამდე ხელმოწერა შეაგროვეს. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი, საცხოვრებელ კორპუსს არა მაგრამ, სასტუმროს მშენებლობას შეეწინააღმდეგებიან.

– ჩვენ არ გვინდა ეკლესიის გვერდით სასტუმრო აშენდეს ეს დაუშვებელია. როგორი სანახავია ეკლესიის გვერდით სასტუმრო. თურქებმა ნამდვილად დაანგრიეს გალავანი და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ არ ჰქონდათ ამის უფლება, ხელიც მოვაწერეთ, რომ საერთოდ არ ააშენონ აქ არაფერი და წავიდნენ აქედან“, – აცხადებენ მეზობლები.

„რეგნიუსი“ შეეცადა თურქული კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, თუმცა როგორც გვითხრეს, მეპატრონე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge