png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტი პარლამენტს დებატების ფორმატს სთავაზობს

  • პოლიტიკა
  • 31.03.2017
  • 14:47
 პრეზიდენტი პარლამენტს დებატების ფორმატს სთავაზობს

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მისი საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ დებატების მოწყობას სთავაზობს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიის ნაკლებობაა, პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც ასეთი ტიპის დისკუსიები უნდა იმართებოდეს.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პარლამენტის ფუნქციაზე, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება უნდა ისმოდეს, უნდა იყოს მსჯელობა პოლიტიკურ თემებზე. ეს ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკურ კულტურას და მე ვიქნებოდი მოხარული, რომ ის რაც აქამდე სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას თან სდევდეს დებატები, ეს ტრადიცია შედგეს და პარლამენტმა რეალურად ამ გამოსვლის ირგვლივ დებატები მოაწყოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გააკეთა. 

რა ფორმატით წარდგება პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით, ჯერ უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობა რეგლამენტით გათვალისწინებული იმ ფორმატის გამოყენებას გეგმავს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან. პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოისმენს. ანგარიშით გამოსვლას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge