საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა
- საზოგადოება
- 03.04.2017
- 15:15
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 3 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში და დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში ნარჩუნდება მცირე წვიმა და ნისლი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.
3-4 აპრილის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, 4 - 6 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.
7 - 9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200