png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პროკურატურამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა

  • სამართალი
  • 03.04.2017
  • 16:47
 პროკურატურამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - აბდულკადირ დემირაი და ზაზა ჩეთინი დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,გამოძიებით დადგინდა, რომ აბდულკადირ დემირაიმ და ზაზა ჩეთინმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება და შემდგომში ამ თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა განიზრახეს. ამ მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა საქართველოს ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიში, 2016 წლის 16 და 18 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანია „მარი ნჯოროგ“-ს მოტყუებით გადმოარიცხინეს 90 397 აშშ დოლარი და გადმორიცხული თანხა, იმავე დღეს, გამოიტანეს საბანკო ანგარიშიდან.

აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა, ფულადი თანხა განათავსეს სხვა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე და გადარიცხეს თურქეთის რესპუბლიკაში. ამ ქმედებით, ერთის მხრივ, კანონიერი სახე მისცეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორეს მხრივ, შენიღბეს მისი წარმომავლობა და რეალური მესაკუთრე. შედეგად, ზ. ჩეთინმა და ა. დემირაიმ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 90 397 აშშ დოლარის ლეგალიზება მოახდინეს.

აბდულკადირ დემირაისა და ზაზა ჩეთინს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge