primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბზის მოჭრაზე სანქციები გავრცელდება

  • საზოგადოება
  • 03.04.2017
  • 17:51
 ბზის მოჭრაზე სანქციები გავრცელდება

ბზის მოჭრაზე სანქციები გავრცელდება. ბზობის დღესასწაულის მოახლეობასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ საზოგადოებას მიმართეს და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.

კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის გამო დაცულია საქართველოს „წითელ ნუსხით“. ჩვენი ქვეყნისთვის მას აქვს როგორც უდიდესი ეკოლოგიური დატვირთვა, როგორც ენდემურ სახეობასა და კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტ და უძვირფასესი მცენარეს, ასევე, მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე”, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა. 

სამინისტროს განმარტებით, დადგენილია ხმობის ძირითადი მიზეზები: დაავადება - ე.წ ბზის სიდამწვრე (დაავადებამ თითქმის მთლიანად გაანადგურა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები) და დაავადებას დაემატა მავნებელი მწერი - ბზის ალურა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჯერ კიდევ შემორჩენილ, ჯანსაღ ნარგაობას. 

ამჟამად, დღის წესრიგში დგას კოლხური ბზის, როგორც სახეობის გადარჩენა, რაც კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, არსებული მდგომარეობის შერბილებაზე 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს. 

„უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ბზის უკანონოდ მოპოვება ტყეში, რაც ერთის მხრივ ანადგურებს ჯერ კიდევ ჯანსაღად შემორჩენილ ნარგაობას, ასევე ხელს უწყობს დაავადებისა და მავნებლის გავრცელებას”, - განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge