პეტერბურგის ტერაქტისას გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 04.04.2017
- 12:45
პეტერბურგის ტერაქტისას გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ”რია ნოვოსტი” რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ ვერონიკა სკვარცოვაზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, მეტროში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 51-მდე არის გაზრდილი.
3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს - ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და „სენნაია პლოშადს“ შორის აფეთქება მოხდა. პეტერბურგში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200