png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ინვესტორებისთვის - არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

  • ეკონომიკა
  • 04.04.2017
  • 13:15
თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ინვესტორებისთვის - არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

"საქართველო და განსაკუთრებით თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ინვესტორებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, როგორიცაა: სასტუმროები, საცალო გაყიდვები  და სავაჭრო ცენტრი. არაბი ინვესტორები ცდილობენ შეისწავლონ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები და ამ მხრივ, თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, არსებობს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და საამიროებს შორის. ყოველწლიურად იზრდება არაბი ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვიც. თქვენი ქალაქი არაჩვეულებრივია, ხალხი კი სტუმართმოყვარე. აუცილებლად უნდა განვაგრძოთ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ჩვენი, როგორც მთავრობის როლი არის კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობა და დაბრკოლებების შემთხვევაში დახმარება. ამიტომ, მსურს მადლობა გადავუხადო თქვენი ქვეყნის და დედაქალაქის მთავრობებს ყოველწლიურ საინვესტიციო შეხვედრაში მონაწილეობისთვის",- განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თბილისის მერთან, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM 2017) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. 

დავით ნარმანიამ, თავის მხრივ, მინისტრის მოადგილეს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი წარუდგინა, მათ შორის: მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობის და თბილისის ზღვის განვითარების გეგმის, ასევე, ვარკეთილში, 70 ჰა ტერიტორიის განვითარების, სასტუმროების მშენებლობისა და მუნიციპალური ამბულატორიების განახლების პროექტები. 

მხარეებმა ღიად დააფიქსირეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში არაბი ბიზნესმენების დელეგაციის ჩამოსვლა დაიგეგმება. 

მოგვიანებით, თბილისის მერი დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პრეზიდენტს, დავუდ ალ შეზავის შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში შექმნილი ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, მარტივი პროცედურები, დაბალი გადასახადები და მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ქალაქს ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. მისი თქმით, საინვესტიციო ფორუმის ორგანიზატორები თბილისში ბიზნეს ჰაბის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ. 

დავით ნარმანიამ Dubai World Trade Center-ში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისი ისე, როგორც არასდროს ღიაა ინვესტორებისთვის, კერძო სექტორს კი როგორც ქვეყნის, ისე დედაქალაქის მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. 

"საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და წლიური საინვესტიციო ფორუმის დამფუძნებელთან ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც შესაძლებელია თბილისში უახლოეს პერიოდში განხორციელდეს, ისევე როგორც, ვისაუბრეთ ბიზნესწრეების თბილისში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ადგილზე გაეცნონ ჩვენს მიერ წარდგენილ 5 მთავარ პროექტს. აღნიშნულზე არაბულმა მხარემ მზაობა გამოთქვა. მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური ინვესტორები ადგილზე გაეცნობიან საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესგარემოს და დარწმუნებული ვარ,  რომ ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ",- განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანია, #AIM2017 -ის ფარგლებში, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებსაც ხვდება.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge