png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდება

  • საზოგადოება
  • 04.04.2017
  • 14:06
 ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყებს. სასტუმრო „რედისონში“ პროექტის პრეზენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სენსონმა“ გამართა. შეხვედრა აჭარის ფინანსტა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გახსნა:

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მალე ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდება. ჩვენ ეს პირობა სასპორტო სკოლის უკან ორ სპორტული ცენტრში არსებულ სპროტულ სახეობებს მივეცით და მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. მალე თითოეული სპორტის სახეობა, რომელსაც დღეს დამსწრე საზოგადოება წარმოადგენთ, ახალ ძალიან მაღალი დონის სპორტულ კომპლექსში განაგრძობს საქმიანობას, რაც ამ პროცესს ბუნებრივია კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენთვის სპორტი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა პრიორიტეტულია, ამ კუთხით აჭარაში არაერთი პროექტი ხორციელდება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას" - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება: სპორტული ტანვარჯიში; მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.

უახლოეს პერიოდში მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის ტერიტორიის პრივატიზება განახორციელა, რომელშიც შპს „ორბი ჯგუფი“ 200 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. სანაცვლოდ სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge