png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 04.04.2017
  • 14:37
სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საპატრულო პოლიციელებზე თავდასხმაში, ავტომანქანის ქურდობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლის 1 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. გურჯაანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების გიორგი ამისულაშვილის და მალხაზ მღებრიშვილის მიერ შემჩნეული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის მესაკუთრეს ომარ ცისკარაშვილს აცნობეს, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაეყვანათ საჯარიმო ავტოსადგომზე, რაზეც ომარ ცისკარაშვილი გახდა აგრესიული, პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ავტომანქანის გადაყვანის უფლებას არ მისცემდა და ტერიტორია დატოვა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ომარ ცისკარაშვილმა გურჯაანში მცხოვრებ ზ.უ-ს კუთვნილი „BMW“-ს X-5 მოდელის ავტომანქანა მოიპარა, დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და პატრულ-ინსპექტორების მიმართულებით, რომლებიც ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისთვის საჭირო პროცედურებს აწარმოებდნენ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ორი ავტომანქანა.

ომარ ცისკარაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და ვინაიდან იგი თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ძებნილი ომარ ცისკარაშვილი  2016 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში დააკავეს.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge