png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტი ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას - ეკა მიშველაძე

  • პოლიტიკა
  • 04.04.2017
  • 15:07
პრეზიდენტი ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას - ეკა მიშველაძე

პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას, ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, უმრავლესობამ გაიზიარა პრეზიდენტის წინადადება სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვასთან დაკავშირებით, რასაც პრეზიდენტი დადებითად აფასებს. 
რაც შეეხება თავად გამოსვლის შინაარსს - პრეზიდენტი, პირველ რიგში, ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე”, - განაცხადა მიშველაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ქუთაისში გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაიმართება დისკუსია აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახელმწიფოს მეთაური შეხვდება პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, მიშველაძის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება პრეზიდენტის კამპანია „მოითხოვე ქართული“, ამჯერად, გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ქართულ საწარმოებს ეწვევა. 

,,ეს პროექტი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად”, - განაცხადა მიშველაძემ.

7 აპრილს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლაა დაგეგმილი. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge