png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

11 აპრილს, სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

  • კულტურა
  • 06.04.2017
  • 10:18
11 აპრილს, სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „ნაბუშრები“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სხვენში 11 აპრილს გაიმართება.

მარტინ მაკდონახის „ობოლი დასავლეთის" მიხედვით დაწერილი ზურაბ სამადაშვილის პიესა „ობლები’’, შავი კომედიაა. იგი გაჯერებულია მსუბუქი იუმორით და ზუსტად ასახავს დღევანდელ ქართულ რეალობას.

„თანამედროვე იგავი მოგვითხრობს ქალაქის გარეუბანში მცხოვრებ და გამუდმებით ერთმანეთში მოჩხუბარ ორი ძმაზე. უბნის ეკლესიის მსახური მამა იობი ხშირად არის ძმებთან და მუდამ მათ შერიგებას ცდილობს, ვიდრე ერთ - ერთი ჩხუბისას არ გაიგებს, რომ ერთ ძმას საკუთარი მამა ჰყავს მოკლული, ხოლო მეორე ამ ამბავს ძმის ქონების ხელში ჩაგდების მიზნითარ ამხელს. მამა იობი ვეღარ უძლებს ამდენიცოდვის ყურებას. ისედაც მთელი უბანი ცოდვებშია ჩაძირული, ,,ძმები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, გოგოები სპირტით ვაჭრობენ, ორი კაცის მკვლელი კი არხეინად დაიარება ქუჩაში“. იგი გადაწყვეტს, რწმენის მაგალითი აჩვენოს ხალხს და წყალზე გავლას შეეცდება, მაგრამ უშედეგოდ. ის იხრჩობა. თუმცა ამბობენ, რომ მან წყალზე  ორი ნაბიჯის გადადგმა შეძლო. ამ ამბის შემდეგ, ძმები გადაწყვეტენ მამა იობის დანაბარების თანახმად, ყველა წყენა და დანაშაული მოუყვნენ და მიუტევონ ერთმანეთს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთაღსარებაც სისხლისმღვრელ ბრძოლად გადაიქცევა", - განაცხადა რეჟისორმა დავით საყვარელძემ.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით.

მოქმედნი პირნი და შემსრულებელნი: მამა იობი - დიმიტრი ჯაიანი საქართველოს სახალხო არტისტი. ბეღო - მერაბ ყოლბაია, ტახო - ბადრი ბეგალიშვილი, ქეთი - ვერიკო კალანდია.

სპექტაკლში გამოყენებულია ამერიკელი აბორიგენების (ინდიელების) ფოლკლორი, ვ. ვისოცკის და “Systemofdown “ - ის მუსიკა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge