png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო - თამბაქოს მოწევა თითქმის ყველა შენობაში აიკრძალება

  • პოლიტიკა
  • 06.04.2017
  • 11:18
კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო - თამბაქოს მოწევა თითქმის ყველა შენობაში აიკრძალება

პარლამენტში დეპუტატებმა დღეს პირველი მოსმენით მიიღეს კანონი თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივა კრძალავს თამბაქოს რეკლამას, მარკეტინგულ აქტივობებსა და პროდუქტის გამოსაჩენ ადგილზე განთავსებას.

ცვლილებების პაკეტი შენობებში მოწევის აკრძალვასაც ითვალისწინებს. თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ყველა ტიპის შენობაში, გარდა სახლისა და საპატიმრო დაწესებულებისა. დამრღვევი იურიდიული პირი საწყის ეტაპზე 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში შეიძლება სასამართლომ 5000 ლარი დააკისროს.

კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან მოვაჭრეები, მათი თქმით ეს ბიზნესს დააზარალებს და შემოსავლებს შეუმცირებს.

„აქ ძირითადად მოდიან თამბაქოს საყიდლად, აწი როგორ იქნება არ ვიცი. თუ ეს კანონი დამტკიცდება, ჩვენ უმუშევრები დავრჩებით. თუ რეკლამა არ იქნა და თამბაქოს ვერ შეხედა მომხმარელმა, ვერც გაიგებს აქ რა იყიდება.“- განაცხადა ერთერთმა მოვაჭრემ.

მოვაჭრეთა პრეტენზიების პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული და ეს მეტად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის.

„რეფორმები, რომლებიც ახლა იწყება საქართველოში, მთელს მსოფლიოსა და მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდიხანია დაწყებულია. მათ თუ გაყიდვები შეუმცირდებათ ,მე პირადად გამიხარდება. ეს ჩვენ შეგვიმცირებს ჯანდაცვის ხარჯებს და ბევრი ადამიანი იცოცხლებს უფრო ჯანმრთელად.“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge