png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ხელისუფლება მზად არის დაარღვიოს თითოეული ადამიანის უფლება და ღირსება - ნინო გოგუაძე

  • პოლიტიკა
  • 06.04.2017
  • 13:43
ხელისუფლება მზად არის დაარღვიოს თითოეული ადამიანის უფლება და ღირსება - ნინო გოგუაძე

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ ბრიფინგი გამართეს და კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში, თბილისის ოფისში ე.წ. მოსმენების კანონზე 25 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს.

პარტიის პოლიტიკური მდივნის, ნინო გოგუაძის განმარტებით ადამიანის უფლებები არ შეიძლება ხელყოფილი იყოს არც ერთი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე.

,,ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები’’ ვუერთდებით კამპანია ,,ეს შენ გეხება’’-ს და როგორც მოქალაქეებს შეგვაქვს ინდივიდუალური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვასაჩივრებთ კანონს მოსმენების შესახებ. კანონს, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ ძალიან ნათლად თქვა, რომ არ შეიძლება მოსმენების ტექნიკური საშუალება იყოს ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში. სამწუხაროდ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ოცნებამ არ დააკმაყოფილა, არ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მოსმენების ტექნიკური საშუალება კვლავ სუს-ის დაქვემდებარებაშია.

სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან ხშირად სახელმწიფოს უსაფრთხოების სახელით მზად არის დაარღვიოს თითოეული ადამიანის უფლება და ღირსება. ეს არის საბჭოთა ტრადიცია და სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ესმის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ იმით განსხვავდება საბჭოთა ტოტალიტარული ან ავტორიტარული სახელმწიფოსგან, რომ ადამიანი, მისი უფლება, ღირსება და პრინციპები დაცული უნდა იყოს არამარტო სხვა ადამიანისგან ან ადამიანთა ჯგუფისგან არამედ პირველ რიგში სახელმწიფოსგან. ეს არის ღირებულებითი დაპირისპირება და ჩვენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთელი სამართლებრივი სისტემა ამით შეარყია. როგორ უნდა მოთხოვოთ რიგით მოქალაქეს დაიცვას კანონი, როდესაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ჩვენ ვასაჩივრებთ ამ კანონს ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხელმძღვანელებს თავისივე გადაწყვეტილებით, კონსტიტუციით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით და ამ კანონს კვლავ ბათილად ცნობს, რადგან ადამიანის უფლებები არ შეიძლება ხელყოფილი იყოს არცერთი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე’’, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge