png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და მის განხილვაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 06.04.2017
  • 16:42
კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და მის განხილვაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში „კონსტიტუცია ყველასია,, კამპანიის ფარგლებში პოლიტიკურიპარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად საკითხებთანდაკავშირებით დისკუსია გამართა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა და მის მოდერაციას „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილიახორციელებდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია, და მისი, როგორც პრეზიდენტისმოვალეობაა საზოგადოების ფართო ფენები ჩაერთოს ამ პროცესსა და განხილვაში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფენომენი,დღეს კი დაიწყო კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა.

„ამ ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს მაქსიმალური კონსენსუსი, ეს არის საფრთხეც და შესაძლებლობაც.

კონსტიტუციის ცვლილება საფრთხე და პრობლემური იყო იმ ჯგუფისთვის, რომელიც ამას კონსტულტაციების გარეშე ახორციელებდა.

მაგრამ, ამავდროულად ეს არის შესაძლებლობა ბევრად უფრო მეტად გავაერთიანოთ საზოგადოება და ერთიან პოლიტიკურ დღის წესრიგზეშევთანხმდეთ'', - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლებისჩართვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობა მისი პრინციპული პოზიცია იყო სწორედ იმიტომ, რომ  არყოფილიყო ეს ორგანო ჩაკეტილი სტრუქტურა, რომელიც აგზავნის ექსპერტირებისათვის დოკუმენტებს ისე, რომ  კომისიის წევრებმა არიციან რას აგზავნიან.

პრეზიდენტის განცხადებით, მის წინაშე არსებული პოლიტიკური მიზანი და არსებული კონსტიტუციური ვალდებულება მიღწეულია და ესკიდევ უფრო გაღრმავდება.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ახსოვს ფრაზა - „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი", რომლითაც იწყება კონსტიტუცია იმიტომ, რომკონსტიტუციის შექმნის სულისკვეთება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ კონსტიტუცია ყველასია!''- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების საკითხი ძალიანაწუხებს ქუთაისის მოსახლეობას, ამიტომ პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებთანგამართონ დისკუსია და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

გარდა ამისა, პრეზიდენტი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე მათ პოზიციას ყველაგანდააფიქსირებს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge