სირიის არმიის ცნობით, ალ შაირათის ავიაბაზაზე 6 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 07.04.2017
- 11:53
სირიის არმიის ცნობით, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად სირიის რეჟიმის ალ შაირათის ავიაბაზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჰომსის გუბერნატორის ინფორმაციით, კი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და შვიდი დაიჭრა.
მედიასაშუალების ცნობით, როგორც გუბერნატორმა ტალალ ბარაზიმ განაცხადა, იმ სოფლის სიახლოვეს, რომელიც ავიაბაზასთან მდებარეობს, სამოქალაქო პირები ცხოვრობენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200