მოსკოვი გაეროს აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვის დაგმობისკენ მოუწოდებს
- მსოფლიო
- 07.04.2017
- 14:20
მოსკოვს მიაჩნია, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მხრიდან სირიის მიმართ განხორციელებული აგრესიის აქტი უნდა დაგმოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
გამთენიისას შეერთებულმა შტატებმა სირიის სამთავრობო ძალებზე პირველი იერიში მიიტანა. ხმელთაშუა ზღვიდან ქალაქ ჰომსთან ახლოს, ალ-შაირათის ავიაბაზა დაიბომბა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაბაზას 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" ესროლეს.
განადგურებულია ავიაბაზის ინფრასტრუქტურა, ასაფრენი ბილიკები ავიაცია. სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავები, რომელთაც ორი დღის წინ იდლიბის პროვინციას ქიმიური იარაღი დაუშინეს, სწორედ ალ-შაირათის ბაზიდან აფრინდნენ.
ტრამპმა ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ძალისხმევას, რათა სირიაში "ხოცვა-ჟლეტა და სისხლისღვრა" დასრულდეს.