9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
- პოლიტიკა
- 09.04.2017
- 10:00
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს , საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავებულებს კი დღემდე აწუხებთ ჯანმრთელობა.
1991 წლის 9 აპრილს ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
დღევანდელ დღეს კი პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200