მიხეილ ჯანელიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
- საზოგადოება
- 09.04.2017
- 12:49
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგესსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. მათ გვირგვინით შეამკეს 9 აპრილისმემორიალი.
„ჩვენი ვალია გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თანამემამულეების ხსოვნას, რომლებიც შეეწირნენ ჩვენს თავისუფლებას და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ, რათა საქართველო იყოს ერთიანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200