png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არასოდეს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას - პრეზიდენტი

  • კომენტარები
  • 09.04.2017
  • 14:45
არასოდეს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და რუსთაველის გამზირზე 28 წლის წინსაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

„დღეს არის 9 აპრილის ტრაგედიის 28-ე წლისთავი და უმნიშვნელოვანესია, რომ არასოდეს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობისაღდგენის გარიჟრაჟზე, ასე თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას.

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ტრაგედიიდან 2 წლისთავზე, უკვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, 9 აპრილს მოხდა საქართველოსდამოუკიდებლობის გაფორმება შესაბამისი აქტით და ეს არის ნამდვილად სასიხარულო და აღსანიშნავი დღე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაური დღეს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოსთანერთად საერთაშორისო საზოგადოება გმობს მიმდინარე პროცესებს.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამწუხარო თარიღია - ტარდება რეფერენდუმი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მთელ პროგრესულ კაცობრიობასთანერთად; მათთან ერთად, ვისაც სჯერა საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების; მათთან ერთად ვისაც სჯერა, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება,როდესაც შენ გყავს ამ ტერიტორიებიდან იძულებით განდევნილი აქ მაცხოვრებელი ენდემური მოსახლეობა; რომელსაც სჯერა, რომ მიუღებელია მეზობელი ქვეყნისოკუპაცია და არ იღებს იმ ანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ინიცირებულია, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ ძალიან მტკიცედ, ჩვენსმეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვგმობთ ამ აქტს, რომელიც დღეს მიმდინარეობს და, ბუნებრივია, მას არავინ მიიღებს და გაითვალისწინებს", - აღნიშნასაქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი საუფლო დღესასწაული ბზობაც მიულოცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge