primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

დაგვცინით მინისტრო? ამდენი ხანია ხმა არ ამომიღია - ლაურა რეხვიაშვილი

  • ეს საინტერესოა
  • 10.04.2017
  • 13:07
დაგვცინით მინისტრო? ამდენი ხანია ხმა არ ამომიღია - ლაურა რეხვიაშვილი

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი კულტურის მინისტრისგან თეატრისა და ქვეყანაში კულტურის განვითარებაზე ზრუნვას მოითხოვს.

მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ამდენი ხანია ხმა არ ამომიღია არაფერზე, ეხლა კი მინდა ერთი ორი სიტყვა მოვახსენო კულტურის სამინისტროს კულტურის მინისტრს, თორე მე პირადად დიდი ხანია კულტურის მინისტრი არ მყოლია...

ეხლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე კულტურის სტრატეგია გვქონია, ეხლა მაინტერესებს ეს სტრატეგია ჩვენ გვაქვს თუ მინისტრს უჯრაში?! თუ სტრატეგია გვაქვს მე რატო ვერ ვგრძნობ, ეხლა კარგი ვთქვათ მე ვერ ვგრძნობ, მაგრამ ჩემს ირგვლივ სულ ხელოვანები არიან და ისინიც ვერ გრძნობენ თურმე როგორც გავარკვიე, არადა გამიგია რომ არტისტი მგრძნობიარე არსებააო...

ეხლა სერიოზულად, ვინმეს თუ გონია რომ ბნელა? არ ბნელა! თუ არ ვლაპარაკობდით აქამდე აპრიორში სულელად ნურავინ ჩაგვთვლის. საქართველოს არანაირი სტრატეგი არა აქვს. ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ტურიზმს ანვითარებს ტირაჟიდან გასული მომღერლების ხარჯზე და მათზე იმაზე მეტს ხარჯავს ვიდრე სახელოვნებო სფეროში განათლებაზე, ეს ჩვენნაირ ქვეყანაში დანაშაულია.
არ გვეყო, რომ ქათმის ბარკლებს მოვათრევთ ბრაზილიიდან, რომელიც სერიალებს ჩამოყვა თუ სერიალები ჩამოყვა ბარკლებს, უკვე აღარ ვიცი, ამერია სათვალავი. ქარხნები დავკეტეთ, წარმოება რისიც მარტივად შეგვეძლო, თუნდაც ფილმების ან სპექტაკლების, ამაზეც უარი ვთქვით და მინისტრი ნაგლად ამტკიცებს, რომ სტრატეგია გვქონია... გვქონია ოღონდ თვითონ გრძნობს მარტო, ჩვენ ვერა! „იასნია“ თვითონ იგრძნობს აბა ჩვენ მაგ მილიონებს ვინ დაგვანახებს, რასაც მისი კომპანია იღებს სახელმწიფოსგან და რაში მეგობრებო? კონცერტებში, რომელიც დასაცინადაა გამხდარი ჩვენს საზოგადოებაში.

მინისტრს, რომელსაც ხელოვნება და შოუბიზნესი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია, და თეატრებისგან მოგებაზე გასვლას მოითხოვს, იქნება ისიც ეფიქრა, რომ შოუ ბიზნესი ეს ბიზნესია და ბიზნესი სახელმწიფო დოტაციაზე არსებობას კი არა მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ნიშნავს.
რა მოგება მოაქვს ბატონი მინისტრის კომპანიას, რომელიც ფლაგმანია საქართველოში შოუ ბიზნესის????? ვიღაცის ბიზნესში საზოგადოებრივი ფული რატომ უნდა იხარჯებოდეს იქნება ამიხსნას ვინმემ? ფესტივალის დანიშნულება მე ძალიან კარგად ვიცი, მილიონი ფესტივალი მაქვს ნანახი, რა მიზანს ემსახურება ის ფესტივალი, რომელსაც მინისტრის კომპანია ატარებს???? განათლების ამაღლებას??? კულტურის განვითარებას? დაგვცინით მინისტრო?“, - წერს ლაურა რეხვიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge