png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

  • პოლიტიკა
  • 11.04.2017
  • 09:35
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნატრიაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერალს, ჟან-პიერ მიშელს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პოლიციის ატაშე საფრანგეთში და ეროვნული ჟანდარმერიის მთავარი დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ჟან-პიერ მიშელმა დავით ნატრიაშვილს ევროპოლსა და საქართველოს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული  ნაბიჯია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის  და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას. დავით ნატრიაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს, ბრუნო ბალდუკის ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოს შს სამინისტროსთან.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერლის თქმით, აღნიშნული ვიზიტი ეროვნული ჟანდარმერიისა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორს, მირეი ბალესტრაზის შეხვდა. მან დავით ნატრიაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს, ლაშა მედულაშვილის წარმატებული მუშაობა.
საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ფრანგ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა  ტერორიზმის და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დავით ნატრიაშვილი პარიზში მობილური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისსაც ეწვივია. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სამსახურის უფროსმა, ბერნარ ტიბუმ უმასპინძლა და  მობილური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ფრანგული მხარის გამოცდილება გაუზიარა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ნატრიაშვილი ასევე შეხვდა ეროვნული ჟანდარმერიის  კრიმინალური პოლიციის  სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებს და აღნიშნული სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge