png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 11.04.2017
  • 16:05
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტს მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია.

პრემიერმა საერთაშორისო ექსპერტს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი კვლევის მომზადებისთვის, რომელშიც ქვეყნის მიერ მიღწეულიპროგრესი სათანადოდ არის აღიარებული და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიულიგანვითარებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს განაგრძობს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელებასაქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამაზე მიუთითებს ის რეფორმებიც, რომლებიცმართლმსაჯულების სისტემის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, საკუთრების უფლების, პენიტენციური სისტემის,მედიაპლურალიზმის, სამართლიანი არჩევნების, ბიზნესის თავისუფლებისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების განმტკიცებისმიმართულებით განხორციელდა.

საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიში საერთაშორისო ექსპერტმა მეგი ნიკოლსონმა USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) მოამზადა.

შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი  წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, USAID-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დემოკრატიის, მართვისა და სოციალური განვითარების საკითხებში მონიკა  აზიმი, UNDP-ის ადამიანის უფლებების დაცვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური, USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ხოლო საქართველოს მხრიდან -  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge