png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ხელისუფლებამ დაარღვია პირობა, რომ არ დადგებოდა პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის საკითხი - გიგი წერეთელი

  • პოლიტიკა
  • 12.04.2017
  • 12:31
ხელისუფლებამ დაარღვია პირობა, რომ არ დადგებოდა პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის საკითხი - გიგი წერეთელი

ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარის გიგი წერეთლის კომენტარი საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანასთან დაკავშირებით

,,საკონსტიტუციო კომისიამ პრაქტიკულად მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც იქნება მძიმე დარტყმა ქუთაისის  პერსპექტივისათვის და რეგიონის განვითარებისათვის.

ეს საკითხი არ უნდა იყოს მხოლოდ  ჩვენი პოლიტიკური გუნდის ,,ევროპული საქართველოს“ შეშფოთების საგანი. ყველას უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ქუთაისისთვის და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას.  

გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია თბილისისთვისაც იმიტომ, რომ ის გახდა დღეს ერთადერთი ეკონომიკური აქტივობის ცენტრი და ამ ქალაქში თავს იყრის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. სწორედ ბევრი პრობლემა დაკავშირებულია ამ მოვლენასთან - ეს იქნება სამუშაო ადგილები, სატრანსპორტო გადაადგილება თუ ეკოლოგიური  სირთულეები.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეუნარჩუნოს ქალაქ ქუთაისს საპარლამენტო  დედაქალაქის სტატუსი და პერსპექტივა მომავალი განვითარებისთვის.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ქუთაისელების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს.

ამავე დროს,  საერთო სახალხო განხილვის პროცესში, ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურ ბრძოლას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დღეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთ ქალაქში უნდა იყოს, შევახსენებ ხელისუფლებას, რომ ქუთაისში უკვე აშენებულია თანამედროვე სამთავრობო შენობა, რომელიც ცარიელია, ტერიტორია მოუვლელია 2012 წლის შემდეგ და პროექტის განხორციელებისთვის, რომელსაც მთავრობა აპირებს, ააშენოს ახალი  სამთავრობო ქალაქი, ქუთაისი იქნება ამისთვის ძალიან კარგი ადგილი,’’- განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge