png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს

  • პოლიტიკა
  • 14.04.2017
  • 14:41
საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს

ქართული ენის დაცვა იმ სახელმწიფოს აღდგენისკენ სწრაფვა იყო, რომლის ხსოვნასა და იდეასაც თითოეული ქართველი გულით ატარებდა, რომლის თავისუფალ მოქალაქეებსაც დღეს ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ, - ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში, სადაც გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს.

„1978 წლის 14 აპრილი ჩვენ უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.

როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ამ განზრახვას. მათ უდიდეს ნაწილს ახალგაზრდობა შეადგენდა.

იმ სულისკვეთებისა და მუხტის დასახასიათებლად, რაც მაშინ მთლიანად საქართველოში ტრიალებდა, საკმარისია ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული ხელისუფლება იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო.

საბჭოეთის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ მთლიანად ბოლშევიკური იმპერიისთვის იქცა გარდამტეხ მოვლენად. სწორედ ამ დღემ მისცა პირველი ბიძგი ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.  

ქართული ენის დაცვა ხომ ამავდროულად იმ სახელმწიფოს აღდგენისკენ სწრაფვა იყო, რომლის ხსოვნასა და იდეასაც თითოეული ქართველი გულით ატარებდა, რომლის თავისუფალ მოქალაქეებსაც დღეს ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ.

და თუმცა ჩვენ მშობლიურ ენას მსგავსი საფრთხე აღარასდროს დაემუქრება, პასუხისმგებლობა მის წინაშე განუწყვეტლივ გვაკისრია - რათა აღვუდგინოთ მისი განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ხელი შევუწყოთ ქართულის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი“, - აღნიშნულია მილოცვის წერილში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge