გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ირანს ეწვევა
- პოლიტიკა
- 18.04.2017
- 11:13
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ირანს ეწვევა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეირანში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალები და ამ ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები შეათანხმეს.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღესვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200