png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა - მიხეილ ჯანელიძე

  • ეკონომიკა
  • 18.04.2017
  • 12:30
 ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა - მიხეილ ჯანელიძე

ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე ირანელ კოლეგასთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯანელიძის თქმით, ირანში საქართველოსთვის ხელსაყრელ ბიზნეს საინვესტიციო კლიმატია.

„თუნდაც, ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების 90%-იანი ზრდა. ამასთან, გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა სუფსის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს პროექტს, რომლის ჯამური ინვესტიცია 1.5 მილიარდია და მხარეები აქტიურად მუშაობენ პროექტის განხორციელებაზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ტურისტების მზარდი დინამიკა.

„2016 წელს ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 5-ჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია გრძელდება. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირ ავიაფრენებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge