png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პროკურატურა ვერ ადასტურებს მამა გიორგის დანაშაულს - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

  • კომენტარები
  • 19.04.2017
  • 10:46
პროკურატურა ვერ ადასტურებს მამა გიორგის დანაშაულს - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

„თვით პროკურატურა ვერ ადასტურებს ჯერ მამა გიორგის დანაშაულს და მეუფე იაკობის განცხადებები, შესაბამისად, აბსურდული გვეჩვენება,“ - ეს განცხადება წმინდა ამბროსის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ "არჩევანის" პირდაპირ ეთერში მეუფე იაკობის მიერ მამა გიორგი მამალაძეზე ქადაგების დროს გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.

მისი აზრით, მეუფე იაკობი ზედმეტად რთულ საკითხებს ეხება და ასეთი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ პროკურატურასთან ურთიერთობის მქონე ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს.

„საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება, რომ ხალხში შეიქმნას აზრი მამა გიორგის ბრალეულობაზე, რომ მას, თითქოსდა, უნდოდა პატრიარქის მკვლელობა,“ - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ.

მას განცდა ეუფლება, რომ მსგავსი პროვოკაციების  მსხვერპლი თავადაც თავისუფლად შეიძლება, გახდეს.

მღვდელმონაზონი ანდრია აცხადებს, რომ მამა გიორგის დადანაშაულებით შესაძლოა, გარკვეული საკითხების მიჩუმათებას ცდილობენ.

„მე ვერ ვიტყვი, ვინ რას მიიღებს, მაგრამ აშაკარაა ერთი რამ, რომ ამით ბევრი რამ გაჩუმდება,“ - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.

მისი თქმით, მღვდელმთავრები დეკანოზ გიორგი მამალაძეს ტელევიზიის მეშვეობით არ უნდა ესაუბრებოდნენ, რადგან ამგვარად მატი სიტყვები მამა გიორგიმდე ვერ აღწევს.

„მღვდლები კი არ უწევენ დახმარებას, არამედ პროკურატურას უცხადებენ სრულ ნდობას. სრული ნდობა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და არა რომელიმე სტრუქტურას,“ - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge