ექსპერტებმა იდლიბში ქიმიური ნივთიერების - ზარინის გამოყენება დაადასტურეს
- მსოფლიო
- 20.04.2017
- 11:13
ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციამ იდლიბის პროვინციაზე ავიაიერიშისას ზარინის ან ანალოგიური ნერვულ-მაპარალიზებელი მოქმედების ნივთიერების გამოყენება დაადასტურა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ დასკვნამდე კვლევების შედეგად მივიდნენ.
ამბოხებულების კონტროლირებად ქალაქ ხან-შეიხუნზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად 4 აპრილს სულ მცირე 87 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე უცნობია თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი.
მომხდარში დასავლეთი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს, ბაშარ ალ ასადი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200