png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უარყოფითად აფასებს

  • პოლიტიკა
  • 20.04.2017
  • 15:26
გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უარყოფითად აფასებს

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ,,კონსტიტუცია ყველასია'' კამპანიის ფარგლებში შეხვედრების მიზანი, სწორედ საკონსტიტუციო კომისიის წევრების ინფორმირება იყო მოსახლეობის იმ დამოკიდებულებების შესახებ, რა საკითხებზეც ისინი მუშაობდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის შესახებ სტუდენტებს გააცნო საკუთარი მოსაზრება პრეზიდენტის არჩევის წესთან, უფლებების შეზღუდვასთან, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლასა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

,,პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულველყოფილი და ახალი ვერსიით არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით ე.წ. სამასი ხმოსანი.

მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ამ ახალ პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ გააჩნია რეალურად ის მცირედი უფლებებიც კი, რაც 2013 წლიდან პრეზიდენტს ჰქონდა. და, ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი; მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტიან თავდაცვით საქმიანობას და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობას.

გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად, პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება, რომ ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი და მის მოქმედებას ფაქტობრივად აღარ ექნება ეფექტიანობა'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტში დადებით და წინგადადგმულ ნაბიჯად  შეაფასა საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილება - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა, აღნიშნა, რომ ახალი ჩანაწერი გაურკვეველი ლოგიკისაა, როცა არჩევნებში გამარჯვებული პარტია გაუნაწილებელ მანდატებს  მთლიანად ითვისებს.

,,ეს საკითხი დემოკრატიის ლოგიკასთან საერთოდ არანაირ შეხებაში არ მოდის - ჩვენ საზოგადოებას უნდა აგვიხსნან პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ გამარჯვებული - პირველ ადგილზე გასული პარტია, მთელ გაუნაწილებელ მანდატებს იღებს თავისთვის.

ის პოზიცია, რომელსაც საზოგადოება გამოხატავდა სოციალურ დაცულობასთან დაკავშირებით, ეს ასახულია კონსტიტუციაში და მართალია, მაინც და მაინც, ასეთი მტკიცე ენით არ არის ის კონსტიტუციის პროექტში დაწერილი, მაგრამ გარკვეული მინიშნება, რომ სახელმწიფოს გააჩნია ადამიანის სოციალურ უფლებებსა და საჭიროებებზე ზრუნვის ვალდებულება, ეს კონსტიტუციაში ჩაწერილია და ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია განათლების, ჯანდაცვის მიმართულებებით, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თვალსაზრისით, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძნელი სათქმელია ვის ინტერესებს, სურვილებს, თანხმობას გამოხატავს ახალი დოკუმენტი, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების სულისკვეთებას და სათქმელს უნდა ასახავდეს.

,,ამ ვითარებაში, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია; როდესაც, ფაქტობრივად ქრება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები; როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავდროულად გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ; ვითარებაში, როდესაც თვითმმართველობის და ტერიტორიული მოწყობის შესახებ რეალური და პრინციპული არაფერია ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა მივაწოდოთ ჩვენი აზრები და იდეები კომისიას'', - მიმართა სტუდენტებს გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge