png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

როდესაც რუსეთი გიცნობს, იქ უკვე ბევრი ქვეყნის კარი გაქვს ღია - დათუნა მგელაძე

  • ინტერვიუები
  • 20.04.2017
  • 16:07
როდესაც რუსეთი გიცნობს, იქ უკვე ბევრი ქვეყნის კარი გაქვს ღია - დათუნა მგელაძე

ეკრანზე გამოჩენისთანავე დათუნა მგელაძემ მალე დაიპყრო  თაყვანისმცემლების გული. მსმენელმა მალევე შეიყვარა. მისი სიმღერები ჰიტებად იქცა. მომღერალი ქართულ შოუბიზნესში არსებულ მდგომარეობას განიცდის, თუმცა ამ ყველაფერს არ უშინდება და შემოქმედებით მოღვაწეობას აქტიურად განაგრძობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფარხმალს არ ყრის და ცდილობს, ბევრი სიახლე შესთავაზოს მსმენელს. მოსკოვშიც წავიდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში სამშობლოში დაბრუნდა. ამბობს, რომ სათანადოდ არ იყო მომზადებული.

სად არის, რას აკეთებს და აპირებს თუ არა ისევ რუსეთში დაბრუნებას, დათუნა მგელაძე ამ საკითხებთან დაკავშირებით „პრაიმნიუსჯორჯიას“ესაუბრება:

მოსკოვში წავედი, რადგან კონტაქტი დამემყარებინა ბევრ ადამიანთან. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთში გავემგზავრე.

რატომ ჩამოხვედით საქართველში?

ჩამოვედი, რადგან ჩამეწერა სიმღერები, გადამეღო კლიპი და მოვმზადებულიყავი. როდესაც მოსკოვში წავედი მზად არ ვიყავი, თუმცა არცერთი წუთით არ ვნანობ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, იქ უზარმაზარი ბაზარია, სხვა მოთხოვნებია, ჩვენგან გასხვავებით სრულიად სხვა მუსიკას უსმენენ, და ამას ადაპტაცია სჭირდებოდა. ახლა უკვე ვიცი, რა  გავაკეთო და როგორ უნდა მოვიქცე.

Image result for დათუნა მგელაძე

შენთვის მისაღებია რუსული ესტრადა?

საერთოდ, სადაც მიდიხარ იქაური ქუდი უნდა დაიხურო. თუ გინდა, რომ დიდ ბაზარზე გახვიდე და შენი სახელი და გვარი გაიგოს სრულიად რუსეთმა, საჭიროა იქ ყოფნა. როდესაც რუსეთი გიცნობს, იქ უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის კარი გაქვს ღია.

გინდათ თქვათ, რომ თუ რუსეთში ხარ პოპულარული, მსოფლიო ბაზარზე გასვლის შანსი გეძლევა?

დიახ, დიდი შანსია. ფულია დიდი და რეალიზაციას უკეთებ საკუთარ თავს.Image result for დათუნა მგელაძე

3 წელი იყავით მოსკოვში. ამ ხნის განმავლობაში თქვენით არავინ დაინტერესებულა?

რა თქმა უნდა, იყო დაინტერესება. 3 პროდიუსერი მყავდა, ოღონდ კონცერტის პროდიუსერები იყვნენ, რომლებიც დგამდნენ კონცერტებს და სანაცვლოდ თავის ჰონორარს იღებდნენ. იქ  ლამაზი თვალების გამო, არავინ ხდება შენი პირადი პროდიუსერი. უნდა შესთავაზო გარკვეული პროდუქცია, ყველაზე მიზერულს ვამბობ, რომლის გაკეთებაც იქ ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ტყუილად ჯდომას, ვამჯობინე აქ ჩამოსვლა. მინდა ჩავწერო რამდენიმე რუსულენოვანი სიმღერა, გადავიღო კლიპი და უკვე მომზადებული წავიდე. შენი ქართული სიმღერა იქ არავის სჭირდება.

მოსკოვში ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი წარმატებით მოღვაწეობს. მათი მხარდაჭერა თუ გიგრძვნიათ?

არავის დახმარება არ გაუწევია და პრინციპში არც მითხოვია. ჩემი მოთხოვნა იყო ის, რომ ყველაფერი ჩემით უნდა გამეკეთებინა.

ახლა რას აკეთებთ?

3 ახალი სიმღერა ჩავწერე, ვიდეოც გადავიღე და არ ვჩერდები. არავის ვუყურებ, აქტიურად ვმუშაობ.

ქართულ შოუბიზნესში არსებული მდგომარეობა თქვენზე არ მოქმედებს? თუნდაც ის, რომ ამ სფეროთი არავინ ინტერესდება.  ამ ყველაფრის მიმართ პრეტენზია არ გიჩნდებათ?Image result for დათუნა მგელაძე

ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია და ამაზე რომ ვისაუბროთ დილამდე ვერ მოვრჩებით. ყურადღებას არ აქცევენ არც მსახიობებს, არც მომღერლებს. ცუდი სიტუაციაა ნამდვილად, მაგრამ მე როგორც მომღერალი არ ვჩერდები, ეს სიტუაცია არ მაფერხებს. ვმუშაობ საკუთარ თავზე, რეპერტუარზე და უფრო სხვა გათვლები მაქვს.

სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, დატოვებთ თუ არა საქართველოს სამუდამოდ და თუ გააგრძელებთ მოღვაწეობას მოსკოვში?

სამუდამოდ ჩემს ქვეყანას ვერ დავტოვებ, თუმცა არამგონია ვინმემ ისეთი კონტრაქტი დამიდოს, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლა ამიკრძალოს. თუ ვინმე მსგავს რამეს შემომთავაზებს, უარს და ერთ-ორ ლამაზ შესაქებ სიტყვასაც მიიღებს.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

Image result for დათუნა მგელაძე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge