png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

“სუფთად ევროპისკენ” - დასუფთავების აქციის კვირეული

  • საზოგადოება
  • 20.04.2017
  • 16:35
 “სუფთად ევროპისკენ” - დასუფთავების აქციის კვირეული

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში მოლი ლიენთან ერთად, „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო დასუფთავების აქციის კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. გიგლა აგულაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, რაც მათი საცხოვრებელი ადგილების, მიმდებარე ტერიტორიებისა თუ წინასწარ შერჩეული ლოკაციების დასუფთავებას ითვალისწინებს.

გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ბოლო პერიოდში გარემოს დაბინძურების კუთხით გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკაც გააცნო. მიმდინარე წლის 1-20 აპრილის მონაცემებით გამოვლენილია გარემოს დაბინძურების 151 შემთხვევა, აქედან:

  • მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლი) - 129 ფაქტი;
  • სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლი) - 5 ფაქტი;
  • შლამისებრი ნივთიერებებით - ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება (ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლი) - 1 ფაქტი;
  • ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 34-ე მუხლი) - 2 ფაქტი;
  • მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა (ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლი) - 12 ფაქტი;
  • სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლი) - 2 ფაქტი.

გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად, დედაქალაქის მასშტაბით, 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია და ქალაქ თბილისის მერიის "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები.

ხოლო, რეგიონებში, ასევე 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

„სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ. აქციას ასევე მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან. დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებს ქსელი (CENN).

კამპანიის ფარგლებში, 26 აპრილს, გარემოს დაცვის მინისტრი და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კონკურსს გამოაცხადებს თემაზე:

  • სუფთა რეგიონი
  • სუფთა ქალაქი
  • სუფთა მუნიციპალიტეტი
  • სუფთა სოფელი
  • სუფთა ქუჩა
  • სუფთა ეზო

კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.

კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge