png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს - ევროკავშირის დელეგაცია

  • პოლიტიკა
  • 21.04.2017
  • 11:27
საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს - ევროკავშირის დელეგაცია

„ევროკავშირი მიესალმება „ საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის  მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას და მიიჩნევს, რომ  საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს“.  - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

,,განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების  მნიშვნელობა და ის როლი, რომელსაც ამ პროცესში ევროპის საბჭო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა  თანათავმჯდომარეებთან ერთად   ასრულებს, რაც „უნიკალურ შესაძლებლობას ქნის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების წევრთა გასაერთიანებლად“.

ამ კონტექსტში ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და კონსტრუქციულ მიდგომებს, ასევე „იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ  იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით მიაღწია“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს დაუჭერს კონფლიქტის რეგიონებში ნდობის აღდგენის, თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ  და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, კერძოდ ე.წ. შეთანხმებებს ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ,  რაც, როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული,  „აფერხებს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევას,  არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება როგორც საეთაშორისო სამართლის პრინციპებს, ისე რუსეთის მიერ ევროსაბჭოს ფარგლებში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს“.

ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს  აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 12 მარტს  აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს,  ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც რეგიონის სახელის შეცვლას ისახავს მიზნად .

ევროკავშირი   საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, რომელიც ამ პროცესს ხელს უშლის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge