png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით, ევროპული საქართველო პლებისციტს ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 21.04.2017
  • 13:20
 პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით, ევროპული საქართველო პლებისციტს ითხოვს

პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით, მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს პლებისციტს სთავაზობს, - ამის შესახებ განმარტება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გაქრაძემ გააკეთა.

,,მინდა, გამოვეხმაურო სიტუაციას, რომელიც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისიის და საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ. ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ერთ მხარეს არის ქართული ოცნება, ხოლო მეორე მხარეს არის სრულიად პოლიტკური სპექტრი, ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას, მხოლოდ გააღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას, ამიტომ აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა  ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს და მთავარ არბიტრს ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს საქართველოს. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკოსების უფროსი გახლავთ ხალხი, ამიტომ მე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პირობას ვდებ საჯაროდ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მე მას დავემორჩილები, ვაღიარებ და ხმას მივცემ შესაბამისად. იგივეს ველოდები სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც, ვინაიდან ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი გადაწყვეტილების წყარო არის ხალხი. მოვუწოდებ პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით გახლავთ უფლებამოსილი დანიშნოს პლებისციტი, რომ იყოს არაერთი ადამიანის ან ერთი პოლტიკური ძალის პრემიერ მინისტრი, არამედ მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერ მინისტრი და მისცეს ქართველ ხალხს არჩევანის უფლება სურს თუ არა პრეზიდენტის არჩევა და როგორი უნდა იყოს პარლამენტი. მე შეგნებულად ვსაუბრობ პლებისციტზე და არა რეფერენდუმზე, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმი ინიშნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ოკუპაციის პირობებში ჩვენ ამას არ განვიხილავთ. ეს არანაირ დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს და ადგილობრივი არჩევნების დღეს შეიძლება ჩატარდეს. რაც მთავარია, ეს იქნება უმაღლესი განაჩენი და ქართველი ხალხის სიტყვა, რომელსაც დაემორჩიელბა თითოეული ჩვენგანი. თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხოს ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას, დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით. ამ ხელმოწერებს არ ექნებათ იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო განაცხადი, თუ რა სურს ქართველ ხალხს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge