primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპი და მზადება გრანდიოზული პროექტისთვის

  • ინტერვიუები
  • 21.04.2017
  • 14:40
ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპი და მზადება გრანდიოზული პროექტისთვის

სად არის ქართული შოუბიზნესი? არსებობს საქართველოში შოუ ან ბიზნესი? სად არიან მომღერლები? რას აკეთებენ? სძინავთ? რატომ უნდა დაინტერესდეს მსმენელი ქართველი მომღერლებით? იმიტომ რომ ქართველები არიან? რატომ იყო აქტუალური ქართული ესტრადა 90-იან წლებში და რა მოხდა დღეს? ასეთი კითხვები ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს.

ამ თემაზე არაერთი გადაცემა შექმნილა, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი ამბობს, რომ საჭირო ფინანსები არ არის, ზოგი ამბობს სახელმწიფო არ ინტერესდება ამ სფეროთი და მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრიც ერთმანეთს აბრალებს.

ოდესღაც აქტიურმა სფერომ, ერთ მშვენიერ დღეს მიიძინა. მის გამოღვიძებას კი საკმაოდ ბევრი წელი დასჭირდა, თუმცა „ნარკოზიდან“ ნელ-ნელა გამოდის. მართალია, არ არსებობს მუსიკალური არხები, მაგრამ შეიქმნა მუსიკალური პროექტები, წამოვიდა ახალი თაობა, გაჩნდა კონკურენცია, ვიღაცას უცებ გამოეღვიძა და ახლის გაკეთების სურვილი გაუჩნდა, რაც მისასალმებელია.

მომღერლების უმეტესობამ არსებული მდგომარეობის გამო ხელიც კი ჩაიქნია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდნენ ამ ყოველივეს და კვლავ ენთუზიაზმით, ენერგიით გააგრძელეს საქმიანობა. ცდილობენ, მსმენელს შესთავაზონ ახალი პროდუქცია და მეტი პოპულარიზაცია გაუკეთონ ქართულ მუსიკას.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ის მომღერლები, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურდნენ და თაყვანისმცემლებს ბევრ სიახლეს სთავაზობენ.

ამ მხრივ გამორჩეულია ვერიკო ტურაშვილი, რომელმაც სულ ახლახან, „ლეიბელში“ ახალი კლიპის პრეზენტაცია მოაწყო. მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე „რომ შემეძლოს“ რეჟისორმა ანტონ თათვიძემ კლიპი გადაიღო. ვიდეო-რგოლი მომღერლის კოლეგებმა დადებითად შეაფასეს.

„მიმაჩნია, რომ არ უნდა გავჩერდეთ. უნდა შევქმნათ ახალი სიმღერა, გადავიღოთ კლიპი, სიახლე შევთავაზოთ მაყურებელს. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურდა ქართული მუსიკა“, - გვითხრა ვერიკომ.

Image result for ვერიკო ტურაშვილი

როგორც ვერიკომ „პრაიმნიუსჯორჯიას“ განუცხადა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალიან გაუმართლა.

„როდესაც გინდა, რომ ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზო მსმენელს, რა თქმა უნდა, ფინანსებზეა დამოკიდებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, ცხოვრების  გარკვეულ ეტაპებზე ყოველთვის მიმართლებს. ჩემს გევრდით არიან, ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აგვარებენ და არაფერზე ნერვიულობა არ მიწევს“, - დასძინა მომღერალმა.  

როგორც მომღერალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა,  კვლავ აქტიურად მუშაობს ახალ რეპერტუარზე. კითხვაზე აპირებს თუ არა სოლოკონცერტის გაკეთებას, ვერიკო გვპასუხობს:

„ყველაფერს თავისი დრო აქვს. იქამდე უნდა მიხვიდე, რომ სოლო კონცერტი გააკეთო. ამას დრო სჭირდება, ფიქრი, მომზადება და რა თქმა უნდა ფინანსები. შეიძლებოდა, რომ ამ ყველაფერზე ცოტა ადრეც მეფიქრა, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან ყველა მომღერალს ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და ცოტა სხვა სიტუაციაც იყო მუსიკალურ სამყაროში. ახლა მინდა გითხრათ, რომ დავიწყე ამაზე ფიქრი, მაგრამ ფიქრი არ ნიშანავს იმას, რომ ერთ თვეში გავაკეთებ სოლოკონცერტს. არა, ამისთვის მარტო „წვიმა მოგონებებს ასველებს“ და რამდენიმე სიმღერა არ კმარა. სწორედ ამიტომ, დავიწყე რეპერტუარზე ფიქრი, ახალ სიმღერებზე მუშაობა, რადგან კონცერტზე მოსულ მაყურებელს შევთავაზო სიახლე და შოუ. თუ რამე ძალიან მინდა, აუცილებლად გამომდის. გპირდები რომ როდესაც რაიმეს გავაკეთებ, ექსკლუზიურად გეტყვით თქვენ“, - განაცხადა პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას ვერიკო ტურაშვილმა.

გიროგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

Image result for ვერიკო ტურაშვილი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge