png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს ევროპული წესრიგის და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში - მიხეილ ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 21.04.2017
  • 14:53
 საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს ევროპული წესრიგის და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო  სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან  მომდინარე საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესზე, რაც მისი შეფასებით საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ხელს უწყობს არასტაბილურობას. მინისტრის თქმით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას გააჩნია კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ. საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

მან  მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს ამ გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ეფექტურად აღუდგეს წინ არსებულ საფრთხეებს და შექმნას უსაფრთხო, დემოკრატიული და ეკონომიკურად პერსპექტიული გარემო ყველა მოქალაქისათვის. უსაფრთხოება არ არის მხოლოდ გარე აგრესიისა და სხვა უსაფრთხოების რისკებისგან ქვეყნის დაცვა, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური და პირადი თავისუფლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგები ცხადყოფს საქართველოს მისწრაფებებს ევროპისკენ, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირისა და  ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროცესში, რაც გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის. 

„საერთო ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ის პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგავართ. საქართველო მზად არის ნატოსა და ევროკავშირისთვის კვლავ დარჩეს სანდო პარტნიორად რეგიონში, მაგრამ არა მხოლოდ პარტნიორად, არამედ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ გავხდეთ ორივე ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი - ეს არის საქართველოს მომავალი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge