უამინდობის გამო, თბილისი-სტამბოლის რეისი გადაიდო
- საზოგადოება
- 24.04.2017
- 09:55
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისი გადაიდო. Turkish Airlines-ის რეისი 04:30 საათზე უნდა შესრულებულიყო.
მგზავრების თქმით, მათ რეისის გადადების მიზეზად უამინდობა დაუსახელეს.
მგზავრთა ნაწილი Turkish Airlines-ის უახლოეს ავიარეისზე გადაანაწილეს, რომელიც 06:10 საათზე სტამბოლის გოქჩენის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.
მგზავრების მეორე ნაწილი კი სასტუმროებში გადაანაწილეს და აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი გაფრენას რამდენიმე საათის დაგვიანებით, შუადღისას ან საღამოს შეძლებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200